Accentnews.ge
სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა

სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა

19/05/2019 20:49:36 სხვა, სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“  რამდენიმე მოთამაშე დააკავა. დაკავების ფაქტი imedinews-ს უწყებაში დაუდასტურეს. 

დაკავებული ფეხბურთელების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, საქმე გარიგებულ მატჩებს უკავშირდება.

ფეხბურთელების დაკავების შესახებ დამატებით დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხვალ გაავრცელებს.

19 მაისს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩში „ვიტ-ჯორჯია“ სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S