რუსი სამხედრო ექსპერტი: „5–6 წელია საჭირო, რომ რუსული შეიარაღებული ძალები როგორღაც მოიყვანონ ფორმაში“

01-04-2022 16:41:33 კომენტარი

რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი აანალიზებს რა უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის მოქმედებას, „იდიოტური, მძიმე მდგომარეობიდან“ გამოსვლის მცდელობად აფასებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებას, „სამხედრო ოპერაციის“ პირველი ფაზის ამოცანების შესრულებასა და მეორე ფაზაზე კონცენტრირების თაობაზე.

„ეს „მეორე ფაზა“ გვთავაზობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფების აღმოსალეთ და სამხრეთ ნაწილში ალყაში მოქცევას. ეს ისედაც ჩანს რუსეთის და უკრაინის გენშტაბების განცხადებებიდან, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, გამოუვა კი ამ შემთხვევაში მაინც მიზნის მიღწევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს? მე ამის შესახებ დიდი ეჭვები მაქვს“,– ამბობს სამხედრო ექსპერტი და რუსული მხარის შეცდომებს ასახელებს:

  • საგარეო დაზვერვის შეფასებები რეალობასთან შემხებლობაში არ აღმოჩნდა როგორც უკრაინის სამხედრო პოტენციალის, ისე საზოგადოებრივი განწყობების და დასავლეთის რეაქციის მიმართულებით. სრულებით არ იყო შეფასებული უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო, ფსიქოლოგიური განწყობა;
  • სათანადოდ არ სეფასდა რუსული შეიარაღებული ძალის მორალური–ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც კატასტროფულ დონეზეა;
  • უკრაინის ხელისუფლებამ ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში შეძლო კონსოლიდირება, შეინაჩუნა მართვის სისტემები რთული ვითარების, მოსალოდნელი ქაოსის და დანაკარგების მიუხედავად და არ ჩამოიშალა, როგორც ამას კრემლში პროგნოზირებდნენ და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თუ რატომ გაუძლო სამხედრო მანქანის პირველ დარტყმას.
  • რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობის საშინელი შეცდომები: სამობილიზაციო რეზერვები არ იყო მომზადებული, სამხედროები არ იყვნენ ეშელონირებულნი (გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას არ წაუკითხავს ან დაავიწყდათ, რას ასწავლიდნენ სამხედრო აკადემიაში).

„შემთხვევითი არ არის, რომ მაღალი რანგის სამხედრო პირები იღუპებიან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საშუალო რგოლი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ოპერაციის მსხვლელობაზე, მოვალეობას ვერ ასრულებდა (არ შეეძლოთ, არ სურდათ ან საბოტაჟს აწყობდნენ) და რათა ვითარება გამოესწორებინათ, მებრძოლები ბრძოლის ველზე შეეგდოთ (ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ) მაღალი რანგის სამხედროებს უწევდათ ბრძოლის ვერლზე გადაადგილება, იქ კი უკრაინის სამხედრო დაზვერვა სწრაფად ახდენდა მათ იდენტიფიცირებას და ახორციელებდა შეტევას. მართვის პრობლემაც ჩავარდნების ერთ–ერთი მაგალითია“,– აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.

ის დანაკარგებზე და არასათანადოდ დაგეგმილ ოპერაციაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ოპერაცია ტარდებოდა იმ პირობებში, როდესაც კოლონებს შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ მხოლოდ ღია გზებზე გადაადგილება. რატომ იყო პირველ 10 დღეში საშინელი დანაკარგები? კოლონა მიდის გზაზე და ამ ვითარებაში აბსოლუტურად მოწყვლადებ არიან – საკმარისია ჯაველინით ან სხვა საშუალებით კოლონის პირველი და ბოლო მანქანა გამოიყვანო მწყობრიდან და მთლიანი კოლონა დაუცველი ხდება. ყველა, ვინც ცდილობდა არსში გარკვევას, გაოგნდა იმით, რომ კოლონას დაცვა არ ახლდა – მარჯვნიდან და მარცხნიდან შესაძლებელი იყო მისი უბრალოდ დაცხრილვა. სწორედ ამის გამო იყო პირველ დღეებში ამხელა მსხვერპლი. თუ უკრაინის მონაცემებს დავეყრდნობით, პირველ დღეებში 10 000–მდე რუსი სამხედრო და ოფიცერი დაიღუპა. ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია 21–ე საუკუნის ომისთვის. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთ დაღუპულზე მოდის 2–3 დაჭრილი, რომლებიც ბრძოლისუნარიანნი აღარ არიან. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ 25 000–დან 30 000–მდე დაჭრილი. ეს კოლოსალური ციფრია. აღარ ვსაუბრობ ტექნიკაზე, რომლებიც გაანადგურეს ან უკრაინელებმა იგდეს ხელთ“.

ექსპერტი ფიქრობს, რომ არასაკმარისი რეზერვები აიძულებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბრძოლის აქტიური ფაზის შეწყვეტაზე იფიქროს, თუმცა იმგვარად, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის რამის "მიყიდვის" სესაძლებლობა ჰქონდეს:

„მეტ–ნაკლებად მომზადებული პირადი შემადგენლობის დანაკარგი უნდა შეივსოს ასევე მომზადებული შემადგენლობით, მსგავსი რეზერვი კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საჭიროება მოთხოვს. როგორც ვაკვირდები, სწორედ რეზერვების არარსებობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ხელისუფლებას აიძულებს, საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა დაასრულოს იმგვარად, რომ სახე სრულად არ დაკარგოს. რთულია, პუტინის თავში შევძვრე, მაგრამ ლოგიკა მკარნახობს, რომ რუსეთს 5–6 წელი დასჭირდება შეიარაღებული ძალები როგორღაც მოიყვანოს ფორმაში".

ექსპერტი იმეტს იტოვებს, რომ მოლაპარაკებების პერიოდში ბრძოლების აქტიური ფაზა შეწყდება:

„შეიძლება, მიიღწეს გარკვეული შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ორივე არმია შეეცდება დანაკარგების შევსებას, ახალი ბრძოლისუნარიანი ჯგუფების შექმნას, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს კი რუსეთი დანაკარგის კომპენსირებას და იმ ნაპრალების ამოვსებას, რომელიც აქამდე ასე მკაფიოდ არ ჩანდა? აქ საქმე არ ეხება იმას, საკმარისი რკინა აქვს თუ არა ქვეყანას, არამედ ფსიქოლოგიურ–მორალურ მდგომარეობას, მომზადებას. ვფიქრობ, რუსეთს ამ მიმართულებით დიდი პრობლემები ექნება. ამიტომ უფრო ველი, რომ შეიქმნება ერთგვარი გაყინული კონფლიქტი – არც მშვიდობა და არც ომი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები