Accentnews.ge
სააკაშვილის საქმე: რა თქვა სტრასბურგმა

სააკაშვილის საქმე: რა თქვა სტრასბურგმა

01/04/2022 16:21:57 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით,– იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ამავე წყაროს ცნობით, „ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას“.

„ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა“,– განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილ იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ტყუილს უწოდებს.

სააკაშვილის ინტერესების დამცველის განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიშმილობის პერიოდში მისი სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნას, დროებითი ღონისძების გამოყენების შესახებ. მასში მითითებული იყო, რომ მოგვიანებით სააკაშვილს უნდა წარედგინა საჩივარი. იმის გამო, რომ ის გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ადვოკატის თქმით, მათ თავად მიმართეს ევროსასამართლოს წერილით და აცნობეს, რომ საჩივარს აღარ გაგზავნიდნენ.

ის უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილს.

დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, „იაფფასიანი ტყუილია“ ამ საქმის დაკავშირება სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკვე დასაშვებად ცნობილ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან.

მედიისთვის 24 მარტს გახდა ცნობილი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო. ინფორმაცია იძებნება სტრასბურგის სასამართლოს ვებსაიტზეც და ის დაადასტურა საქართველოდან მოპასუხე მხარემ – იუსტიციის სამინისტრომ.

ამ საკითხს 24 მარტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც:

„რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის მიმდინარე საქმე და ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოლოდინებზე საუბარი ვერ იქნება სწორი. თუმცა, საქართველოს აქვს მყარი არგუმენტები, რითაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს".

უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და 50 დღე შიმშილობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S