Accentnews.ge
თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა

03/04/2022 03:05:12 სამართალი

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ამასთან, გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S