Accentnews.ge
როგორ გადანაწილდა ხმები მთაწმინდაზე: ცსკო პირველად შედეგებს აქვეყნებს

როგორ გადანაწილდა ხმები მთაწმინდაზე: ცსკო პირველად შედეგებს აქვეყნებს

19/05/2019 21:20:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში  "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე ლიდერობს 41,28%-ით. 

მას 36,72%–ით მოსდევს ოპოზიციონერი კანდიდატი შალვა შავგულიძე. ამ დროისთვის 33 უბნიდან 27–ია დათვლილი. ამდენად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ვინაიდან კანდიდატებმა 50%–ზე მეტი ხმა ვერ მიიღეს, მეორე ტურის ალბათობა იკვეთება. საარჩევნო კანონის თანახმად, მეორე ტური უნდა დაინიშნოს პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25 დღისა. 

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ლევან იოსელიანი 6,43%-ს, ჰერმან საბო - 4,78%-ს, გრიგოლ გეგელია - 3,4%-ს, კობა დავითაშვილი - 2,87%-ს, სოფიო ხორგუანი კი - 2,58%-ს აგროვებს. დანარჩენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ხმები 1%-ს არ აღემატება.

ცნობისთვის: პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს ჰქონდა.  

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S