Accentnews.ge
აფხაზი უფლებადამცველები უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

აფხაზი უფლებადამცველები უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

05/04/2022 09:02:43 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 20-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის. მიმართვის ტექსტი მწერალმა და ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გამოაქვეყნა.

„ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლებმა, 30 წლის წინ გადავიტანეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობებს, რომელთა გადაწყვეტაც მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი. გლობალურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ყოველდღიურად მატულობს, უკვე გააუარესა თითქმის მთელ პლანეტაზე ცხოვრების ხარისხი. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ყველა ჩვენგანისთვის“, - წერენ მიმართვის ხელმომწერები.

ისინი კეთილგონიერებისა დ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ ყველას, ვისაც სისხლისღვრის და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შეჩერება შეუძლია.

მიმართვას ხელს აწერენ: ნადეჟნა ვენედიქტოვა, საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლიუდმილა საღარია, მადიანა გარცკია, ასიდა ბუტბა, ელონა ტურავა, საიდ გაზედრავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩალია, აზამატ ბაღატერია, ასიდა ლამია, ციალა ცკუა და ელიტა კოკოსკერია.

პუბლიკაციას სოციალურ ქსელში ფართო დისკუსია მოჰყვა, ნაწილი მას მხარს უჭერს, ზოგი კი პროვოკაციად აფასებს.

25 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკრაინის ორი რეგიონის დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა" აღიარა.

10 მარტს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და რუსული არმიის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S