Accentnews.ge
"თუ მომდევნო ორ თვეში მთავრობა ინვესტორებს ვერ შეუთანხმდა, ანაკლია არ აშენდება"

"თუ მომდევნო ორ თვეში მთავრობა ინვესტორებს ვერ შეუთანხმდა, ანაკლია არ აშენდება"

15/09/2019 19:49:09 ეკონომიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "თუ მომდევნო ორ თვეში მთავრობა ინვესტორებს ვერ შეუთანხმდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება".

"თუ გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ, თუ არ მოხდა ყველა მხარის შეჯერება, ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ, ანაკლიის თემა გადაიდება. გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით, შესაბამისად, არ აშენდება", – განაცხადა ხაზარაძემ  "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" სტუმრობისას. 

მისივე თქმით, ანაკლიის კონსორციუმი არ დაიშლება, ხელისუფლება კი ბოლო ერთი წელია ცდილობს, პროექტს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები.

"კონსორციუმი არ დაიშლება, კონსორციუმი გააგრძელებს დავას. თუ ანაკლიის პროექტი არ დაიხურა. იმიტომ, რომ კონსორციუმმა, პრაქტიკულად, ყველა პირობა შეასრულა და ამ პირობებს ჩვენ წარვადგენთ სახელმწიფოსთან დათქმულ ვადაში და დათქმულ დროს. უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი იქით მიდის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ რაღაც მიზეზის გამო, იქნას მიზეზი მოძებნილი, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს", – განაცხადა ხაზარაძემ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S