
ზუგდიდის მერის არჩევნების შედეგები: ცსკო წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
19/05/2019 21:27:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.45% მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი და მან ხმათა 42.75% დააგროვა.
ზუგდიდის მერობისთვის სულ 16 კანდიდატი იბრძოდა: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” სანდრა ელისაბედ რულოვი; “დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გიორგი გეგელია; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა, მერი კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩიეს.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.