Accentnews.ge
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

05/04/2022 15:52:58 კავკასია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუშვილი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა,- იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახური.

"საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს - აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ", - ვკითხულობ ოფიციალურ რელიზში პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ.

რელიზის მიხედვით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე:

"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო".

შეხვედრა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დელეგაციის წევრები არიან პარლამენტის წევრები: გია ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S