
"ვუსამძიმრებ პირველკლასელების მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო"
16/09/2019 09:07:32 ციტატა
"ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო:
თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:
- დაგამცირებენ
- მოგექცევიან როგორც მონებს
- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
- გასწავლიან ფარისევლობას
- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის
და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ
ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა”.
ამის შესახებ "გორჩის" ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. "გირჩი" საკუთარი სკოლის გახსნას გეგმავს.