
კადიროვი მორიგ ტყუილში გამოიჭირეს
06/04/2022 09:39:31 კავკასია
მარიუპოლის აღების თაობაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მიერ ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებული ვიდეოების უმეტესობა ერთსა და იმავე რაიონშია გადაღებული. საუბარია ქალაქის ლევობერეჟნის რაიონზე, რომელიც რუსეთის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარეობს.
ვარაუდობენ, რომ „წარმატებული ოპერაციების“ შესახებ ვიდეოების უმეტესობაში „კადიროველები“ იმყოფებიან კაზაკების მოედნის ტერიტორიაზე, – წერს გაზეთი „ახალი დრო“ "Слідство.Інфо"–ზე დაყრდნობით.
ჟურნალისტების თქმით, არ არსებობს სანდო მონაცემები მარიუპოლის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავების შესახებ, მიუხედავად კადიროვის განცხადებებისა, რომ ქალაქი „ჩეჩნური ბატალიონების კონტროლის ქვეშაა“.
კადიროველებმა დაიწყეს ვიდეოების გამოქვეყნება მარიუპოლიდან, როდესაც ქალაქი ორი კვირის განმავლობაში ალყაში იყო."Слідство.Інфо"ყურადღებას ამახვილებს 26 მარტით დათარიღებულ ვიდეოზე, რომელზეც ჩანს, რომ ჩეჩნური ქვედანაყოფების მებრძოლები ბომბავეენ ცარიელ შენობას, რომელიც უკვე დანგრეულია რუსული დაბომბვის შედეგად.კადიროვის ტელეგრ–არხზე 28 და 29 მარტს გამოჩნდა ვიდეოები ერთი და იმავე ადგილიდან, მაგრამ სხვადასხვა კუთხით. კადიროველებმა ამგვარად, „გაწმინდეს“ უკვე „გასუფთავებული“ რაიონი კამერების წინ “, - წერს გაზეთი.
- მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქ ბუჩაში, გოსტომელსა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილედ კადიროვიელები დაასახელა. კერძოდ, 13 რუსული ქვედანაყოფის სიაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა გამოაქვეყნა, არის 141 სპეციალური მოტორიზებული პოლკი.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული არმიის უკრაინაში შეჭრაში, ასობით თანამშრომელი დაკარგეს და გროზნოში 13 მარტს დაბრუნდნენ.
- უკრაინის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში კადიროვის გარემოცვიდან გამოჩნდნენ პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ გახმაურებულ პოლიტიკურ მკვლელობებში მონაწილეობა. კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი, ასევე უსმან მამადიევი, რომელიც ითვლება ჩეჩენი ბლოგერის იმრან ალიევის სავარაუდო მკვლელად.
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 42-ე დღეა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული არმია აგრძელებს გადაჯგუფებას დონბასზე ახალი შეტევის დასაწყებად. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში მარიუპოლისთვის მძიმე ბრძოლებია რუსული მხარის მიერ განხორციელებული ძალების გადაჯგუფების შემდეგ.