
ქუთაისის მერიაში კულტურის განვითარების სტრატეგიის (CDS) სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს
06/04/2022 11:12:55 რეგიონები, რეკლამა
ქუთაისის მერიაში კულტურის განვითარების სტრატეგიის (CDS) სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს.
შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე, მონიტორინგის და შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
კულტურის განვითარების სტრატეგიის (CDS) სახელმძღვანელო სტრუქტურაზე ისაუბრა თანაპარტნიორი ორგანიზაციის “Creative Solution”-ის ხელმძღვანელმა ზვიად მჭედლიშვილმა.
CDS-ის მოკლე მიმოხილვის დროს გამოიკვეთა საყრდენი პრინციპები და მიმართულებები, რაც, თავისთავად, ორიენტირებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე, მთლიანი ღირებულების ჯაჭვის განვითარებაზე და კულტურული რესურსების დაკავშირებაზე. წარმატებული კულტურის განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე. კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრები კულტურის სფეროს ქვესექტორებთან გაგრძელდება.