
ბათუმის ოთხი საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
07/04/2022 07:41:17 რეგიონები, რეკლამა
გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ბათუმის ოთხი საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციაზე, კერძოდ: ბათუმის N10 საჯარო სკოლა (ბაგრატიონის ქუჩის მხარეს არსებული კორპუსი)ბათუმის N20 საჯარო სკოლაბათუმის N22 საჯარო სკოლა ბათუმის N26 საჯარო სკოლა
მათგან ბათუმის N10, N22 და N26 სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება 2023 წელსაც.ბათუმში მიმდინარე სხვა პროექტები:
✔ გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე.
✔დადებულია ხელშეკრულება ბათუმის N2 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე.
✔გამოცხადებულია ტენდერი ბათუმის N9 საჯარო სკოლის ფასადის სრულ რეაბილიტაციაზე.
✔დადებულია ხელშეკრულება ბათუმის N6 და N13 საჯარო სკოლების ტერიტორიაზე ღია სპორტული მოედნების მოწყობაზე.
✔მიმდინარეობს ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი შენობის მშენებლობა.
✔მიმდინარეობს პროექტებზე სამშენებლო ნებართვების მოპოვება და მალე გამოცხადდება ბათუმის ახალი საჯარო სკოლის და N16 საჯარო სკოლის შენობების მშენებლობაზე, ასევე N14 საჯარო სკოლის დამატებითი შენობის მშენებლობაზე.