Accentnews.ge
კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსის ძმა უკრაინაში იძულებით გაგზავნეს

კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსის ძმა უკრაინაში იძულებით გაგზავნეს

07/04/2022 07:44:15 კავკასია

ამჟამად თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ხასან ხალიტოვი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი, რომელიც ჩეჩნეთში ცხორობს, იძულებით გაგზავნეს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ბლოგერი ამბობს, რომ ახალგაზრდა იძულებით ჩეჩნეთის სოფელ ზაკან-იურტიდან წაიყვანეს.

„წაიყვანეს უკრაინაში ფილმის გადასაღებად, თუ როგორ იბრძვის იქ ჩემი ძმა. მერე მე უნდა მითხრას, რომ „შენ სხვებს უწოდებ ერთჯერადებს – ასევე მიმართე საკუთარ ძმასაც“ - ამბობს ბლოგერი.

ხალიტოვის თქმით, კადიროვიელები მისი ძმის საომარ მოქმედებებში მონაწილეობით „ფილმების“ (ვიდეოების) გადაღებას გეგმავენ ბლოგერის ოპოზიციური საქმიანობის საპასუხოდ.

ხალიტოვი რეგულარულად აქვეყნებს ჩეჩნეთის უშიშროების ძალების ფოტოებს, რომლებიც ომში წავიდნენ და, მისი თქმით, უკრაინაში დაიღუპნენ. ის მათ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის "ერთჯერად" ჯარისკაცებს უწოდებს.

იანვარში ხასან ხალიტოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება მზარდ ზეწოლას ახორიელებს რესპუბლიკაში მცხოვრებ მის ნათესავებზე. ბლოგერის თქმით, მამამისი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომელიც გროზნოში სამშენებლო კომპანიაში მცველად მუშაობდა. ხალიტოვის ერთ-ერთ დას, როგორც თავად ამტკიცებს, კადიროველებმა ბიზნესი ჩამოართვეს - აიძულეს, აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ ზაკან-იურტში ატელიე დაეხურა.

2021 წლის 21 დეკემბერს ხალიტოვმა განაცხადა, რომ ვერ დაუკავშირდა ჩეჩნეთში მცხოვრებ მამას და ძმას. მანამდე ხალიტოვის ძმამ განაცხადა, რომ კადიროვიელები ოჯახს ძალადობით ემუქრებიან, თუ ბლოგერი არ შეწყვეტს ჩეჩნეთში ვითარების კრიტიკას, ბლოგერის მამამ კი ჩაწერა ვიდეო, რომელშიც შვილს მტერი უწოდა. ეს ჩანაწერი ჩეჩენმა პარლამენტარმა გამოაქვეყნა.

25 იანვარს ხალიტოვმა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე რიზვან კუდუზოვი დაადანაშაულა შანტაჟში, რათა შეეწყვიტა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კრიტიკა. ოფიციალური პირი ბლოგერს დის ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S