Accentnews.ge
ოქრუაშვილი: "უკრაინაში ქართველი მებრძოლი ორდენით დააჯილდოვეს"

ოქრუაშვილი: "უკრაინაში ქართველი მებრძოლი ორდენით დააჯილდოვეს"

07/04/2022 12:34:40 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქართველ მებრძოლს ორდენი გადასცა.

ოქრუაშვილი თავს იკავებს დეტალების გავრცელებისგან, თუ რატომ და რისთვის მიიღო ქართველმა მოხალისემ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან აღნიშნული ჯილდო, თუმცა აცხადებს, რომ "ორდენი სრულიად საქართველოსთვისაა გადაცემული უკრაინის მიერ".

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ქართველი მოხალისე იბრძვის, მათ შორის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც არიან.

ომს ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი მათგანის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება მოხერხდა, ერთი მათგანი კი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა, რომელიც რუსული ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, რაც გადმოსვენების პროცესს ართულებს.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S