07-04-2022 20:06:43 პოლიტიკა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
"გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა", - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, კარასინთან ბოლო კომუნიკაცია რამდენიმე კვირის წინ ტექნიკურ საკითხებზე ჰქონდა:
„ეს იყო, თუ არ ვცდები, თებერვლის პირველი ნახევარი. როგორც ყოველთვის, ხშირად არის ხოლმე ძალიან დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო, ასე შემდეგ. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ არა, ომამდე იყო. სამი კვირის წინ ისე ვთქვი, პირობითად. ეს იყო მაშინ, როცა ძალიან დიდი რიგები იყო. ლარსზე იყო ძალიან დიდი რიგები თოვლის გამო და ჩვენ ვცდილობდით, რაღაცნაირად დაგვეჩქარებია ეს. ეს იყო თებერვლის პირველ ნახევარში. მხოლოდ საცობებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი თებერვლის პირველ ნახევარში".
რაც შეეხება საკითხს, რამდენად შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს სანქციების გვერდის ავლის შავი ხვრელი, აბაშიძემ შემდეგი განაცხადა:
"ასე თუ წავიდა საქმე, შეიძლება მთელი სამყარო შავ ხვრელში გაუჩინარდეს”.
მისი თქმით, მტკიცებულებები უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს.
რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს და მან შემდეი განაცხადა:
"პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ არც დროულია და არც მიზანშეწონილი (მათი ვიზიტი)".