Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყეს

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყეს

07/04/2022 17:32:01 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყეს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო შუამდგომლობა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. გაიმართება კომისიის სხდომა და გადაწყდება რეგისტრაციის საკითხი. საინიციატივო ჯგუფში შედის 4 პრეზიდენტი: მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი პრეზიდენტები ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი. მათ გარდა - კიდევ 26 ადამიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფებიდან“, - განაცხადა ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრმა იგორ ჩოჩიევმა.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ რეგიონში ორი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, პირველი ე.წ. რეფერენდუმი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

10 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S