Accentnews.ge
"უკრაინა არ არის მტრული სახელმწიფო?! ყველანი ნაგვები არიან, მათ უფრო მძაფრად უნდა ვუპასუხოთ"

"უკრაინა არ არის მტრული სახელმწიფო?! ყველანი ნაგვები არიან, მათ უფრო მძაფრად უნდა ვუპასუხოთ"

08/04/2022 09:23:16 პოლიტიკა

მომღერალი, ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე უკრაინას მტრულად განწყობილ სახელმწიფოს უწოდებს.

იგი მიიჩნევს, რომ უკრაინული მხარის ბრალდებებს რუსული კონტრაბანდის საქართველოს გავლით გატარების თაობაზე თბილისმა "უფრო მძაფრად უნდა უპასუხოს".

მისი თქმით, "საქართველოში, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე".

"აქ, 26 მაისს ვინც ბუჩა მოაწყო, ის დანიშნეს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედ და ყველაფერს განკარგავს. განუბაჟებელი კაცი გამოგვიგზავნა. კაცი საზღვარს, რომ გადმოლახავს ისე, რომ ვითომ ის საზღვარი არც არსებულა, ეს რა არის?! იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?! ეს მტრული სახელმწიფო არ არის?! მე ხალხსა და იმ მოსახლეობაზე, რომელიც ამ ყველაფერს შეწირულია, ლაპარაკი არ მაქვს. ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ვისაც არ ჰკიდია და მშვიდობა უნდათ, იმას აქ ებრძვიან", – განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ "ყველანი ნაგვები არიან და ხალხს ატყუებენ", – განაცხადა მან გადაცემაში „იმედი LIVE“.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ". გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

იხილეთ ასევე: უმძიმესი ბრალდება თბილისს: გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ უკრაინის დაზვერვას?

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი.პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S