Accentnews.ge
რუსეთში მამუკა მამულაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის ბრძანება გაიცა

რუსეთში მამუკა მამულაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის ბრძანება გაიცა

08/04/2022 10:10:36 პოლიტიკა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა "ქართული ლეგიონის" თავკაცის - მამუკა მამულაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის განკარგულება გასცა. რუსული უწყების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში მოტივად "რუსი ჯარისკაცებისა და "როსგვარდიის" თანამშრომლების მიმართ ომის წარმოების წესების დარღვევაა" დასახელებული.

"ქართული ლეგიონის" მებრძოლებმა რუსი სამხედროების მიმართ დანაშაულები ჩაიდინეს. გარდა ამისა, მამულაშვილის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები განზრახვის შესახებ, სამომავლოდ რუსი სამხედროები და გვარდიელები აწამოს და კლას. მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ჟენევის 1949 წლის კონვენციას ტყვეებთან მოპყრობის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ბასტრიკინმა მომხდარის გარემოებების დადგენისა და ჩადენილ დანაშაულებთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის სისხლის სამართლებრივი დევნის ბრძანება გასცა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამულაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ქსელში მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროს მკვლელობის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა. კადრებში სავარაუდოდ, ქართული წარმოშობის მებრძოლიც გამოჩნდა. თუმცა "ქართული ლეგიონის" თავკაცის განცხადებით, აღნიშნული პირი "ლეგიონის" წევრი არ არის.

"რადიო თავისუფლების" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში მამულაშვილი გამოეხმაურა ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას თითქოსდა გაცემული აქვს ბრძანება, რუსი სამხედროები ტყვედ არ აიყვანონ. როგორც "ლეგიონის" მეთაური განმარტავს, მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი: «ყველა ტყვეს უკრაინულ მხარეს გადავცემთ. ის რომ მქონოდა მხედველობაში, რომ ვინმეს ვკლავდეთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ტყვეებს ვკლავთ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსული მედია ჩემს სიტყვებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელებდა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსული ფეიქი იყოს».

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S