Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობა კიევში ბრუნდება

ევროკავშირის წარმომადგენლობა კიევში ბრუნდება

08/04/2022 10:37:22 ევროპა

ევროკავშირის წარმომადგენლობა კიევში მუშაობას განაახლებს,– ამის შესახებ, Spiegel–ის ცნობით, უკრაინაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში ევროკომისიის ხელმძღვანელთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.

ევროკომისიის დელეგაციის მატარებელში, რომელიც კიევში პარასკევს უნდა ჩავიდეს, ასევე იმყოფება უკრაინაში ევროკავშირის ელჩი მატი მაასიკასი.

ირკევვა, რომ უკრაინის დედაქალაქში მუშაობას მცირე გუნდით განაახლებს.

ომის დაწყებიდან ერთი დღის თავზე ევროკავშირის დელეგაცია მთლიანად იქნა ევაკუირებული უკრაინიდან და მას შემდეგ მთავარი გუნდი სამხრეთ პოლონეთში, ჟეშოვში მუშაობდა.

„ელჩის დაბრუნებამ უნდა აჩვენოს, რომ უკრაინა არსებობს, არსებობს დედაქალაქი, არსებობს ქვეყნის მთავრობა და არსებობენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები“, განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ ქვეყანა კვლავ უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ქვეშაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S