
ევროკავშირმა კიევში საელჩო კვლავ გახსნა
10/04/2022 10:25:26 ევროპა
ევროკავშირმა საელჩო უკრაინის დედაქალაქ კიევში ხელახლა გახსნა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ის დროებით პოლონეთში გადაიტანა.
ინფორმაცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პარასკევს, უკრაინაში ვიზიტისას გაავრცელა.
ასევე, ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, მატი მაასიკასმა Twitter-ზე ევროკავშირის დროშის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "პირველ რიგში", რაც დიპლომატიური მისიის დაბრუნებაზე მიუთითებს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია ასევე გეგმავს საელჩოს გახსნას კიევში ომის დასრულებისთანავე, - იტყობინება იტალიური საინფორმაციო სამსახური Ansa.