Accentnews.ge
პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშთი იპოვა

პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშთი იპოვა

10/04/2022 10:53:02 სამართალი

პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის ნეშთი იპოვა.

მას მდინარე ლიახვის პირას, კომბინატის დასახლებაში მიაგნეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაუჩინარდა. მაშინ ის 11 წლის იყო. მაშინ იაგო ნებიერიძე დააკავეს. მან ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ოჯახს წერილი მისწერა და გამოსასყიდად 20 ათასი დოლარი მოითხოვა. თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ნებიერიძეს გატაცების ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

10 აპრილს იაგო ნებიერიძის დედამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისმა შვილმა ცხედრის ადგილსამყოფელი იცოდა იმიტომ, რომ მის დამარხვას შეესწრო:

"თვითონ პატიმრის მოთხოვნა იყო. მე ვიცოდი ეგ ადგილიო, დავინახეო. იმაში მოვტყუვდი, რომ არავის შევატყობინეო. ახლა ჩემი კეთილი ნების გამო მინდა, რომ ბავშვს თავისი საფლავი ქონდეს და დედამ და მამამ ყველაფერი გაუკეთოს და არ იყოს იქ, სადაც არისო".

იაგო ნებიერიძე 2018 წელს 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის გატაცების, ძალადობის და მკვლელობის ბრალდებითაც დააკავეს, გაასამართლეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე თქვა ნებიერიძემ, რომ ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილმდებარეობა იცის. მაშინ პოლიციამ გორის პარკში ძებნა დაიწყო, თუმცა, კვალს ვერ მიაკვლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S