Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: "არ ვცნობთ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს"

აშშ-ის საელჩო: "არ ვცნობთ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს"

10/04/2022 10:59:36 კონფლიქტები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ არ ცნობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

"ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი", რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს". - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საერთაშორისო მოვლენებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ღირებულებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

აშშ-ის საელჩო რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. მათ შორის, საქართველო ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" გაუქმებისა და ჰუმანიტარული დერეფნებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნისკენ.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ის" ლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი.

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა.

პროცესი დაგმეს აშშ–ში, ლიეტუვასა და ლატვიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S