
უკრაინის ომში კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა
13/04/2022 19:33:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მედიის ცნობით, კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში.
როგორც ირკვევა, რუსლან ბესაევი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდა, მარიუპოლში დაიღუპა.
სამძიმარი გამოთქვა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სარდლობამ.
ე.წ. თავდაცვის სამინისტროს" პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსლან ბესაევი დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს. ის სხვადასხვა დროს მსახურობდა სამშვიდობო ძალების ოსურ ბატალიონში, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგ დანაყოფებში (საარტილერიო ბატალიონი, სპეცდანიშნულების ბატალიონი) და მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისეების და ჯარისკაცების დაღუპვის ეს მესამე შემთხვევაა.