Accentnews.ge
მაია ხაჯიშვილმა და არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ილია ჭავჭვაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

მაია ხაჯიშვილმა და არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ილია ჭავჭვაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

14/04/2022 12:56:10 რეგიონები, რეკლამა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ილია ჭავჭვაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ბათუმის N1საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1990 წლიდან საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება.'

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S