
ცსკ–ოს წინასწარი მონაცემებით, მერობის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს
20/05/2019 05:51:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერობის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ზუგდიდი:
„ქართული ოცნება“ გეგა შენგელია —54,18%;
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ სანდრა რულოვსი — 42,84%.
მარნეული:
„ქართული ოცნება“ ზაურ დარგალი — 78,6%;
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ აგილ მუსტაფაევი — 11,49;
„ევროპული საქართველო“ აკმამედ იმამკულიევი — 7,54%.
ზესტაფონი:
„ქართული ოცნება“ გიორგი გოგლიჩიძე — 50,75%;
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ბაქარი ხიჯაკაძე, — 34,26%;
„თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაია — 5,81%.
ჭიათურა:
„ქართული ოცნება“ გივი მოდებაძე — 64,58%;
დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ კუპატაძე— 17,99%;
დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე— 15,26%.
ხულო:
„ქართული ოცნება“ ვახტანგ ბერიძე — 70,91%;
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ირაკლი ჯორბენაძე —23,74%.
ცნობისთვის: გუშინ პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში გაიმართა, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები – შემდეგ ხუთ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდი, მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ხულო.