
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა შეუფარდეს
15/04/2022 07:33:56 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ჯგუფური დანაშაული.
2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ნიკა კვარაცხელია საავადმყუფარდესოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.