
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განთლების მულტიფუნქციურ ცენტრში დედაენის დღის აღსანიშნად რიგი ღონისძიებები გაიმართა
14/04/2022 10:23:34 რეგიონები, რეკლამა
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განთლების მულტიფუნქციურ ცენტრში დედაენის დღის აღსანიშნად რიგი ღონისძიებები გაიმართა.
"მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განთლების მულტიფუნქციური ცენტრი დაარსების დღიდან აღნიშნავს დედაენის დღეს. ვაგრძელებთ ტრადიციას და კონკურსისთვის ,,ჩვენი კალიგრაფი’’, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოსწავლე-ახალგაზრდები, შექმნეს საკუთარი ორიგინალური ხელნაწერი წინსაწარ განსაზღვრული ნაბეჭდი ტექსტიდან. კალიგრაფიის ნიმუშად შეირჩა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი (ამონარიდი). შესრულებული კალიგრაფიული ნიმუშები განთავსდება ჩვენი ცენტრის საგამოფენო სივრცეში. ასევე, ღონისძიების ფარგლებში მულტიფუნქციური ცენტრის თეატრალურმა დასმა (რეჟისორი-ბესიკ ლომსაძე) გამართა თეატრალური წარმოდგენა გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით" - აცხადებენ ცენტრში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.