Accentnews.ge
სპეციალური ოპერაციების ძალები მოქალაქეებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს სთავაზობს

სპეციალური ოპერაციების ძალები მოქალაქეებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს სთავაზობს

15/04/2022 14:45:26 თავდაცვა, საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეციალური ოპერაცების ძალები 18-დან 30 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს 8-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლას სთავაზობს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გაიაროთ რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები.

როგორც სამინისტრო იუწყება, წარმატებული კურსანტები გახდებიან სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები და ისარგებლებენ მაღალი ანაზღაურებით.

„მათი საწყისი დარიცხული ხელფასი 1207 ლარია; რეინჯერის კურსის გავლის შემდეგ, დაგერიცხებათ დანამატი 250 ლარის, ხოლო რეინჯერისა და სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის შემდეგ, დანამატი 450 ლარის ოდენობით. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით;

პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ერთჯერადი დანამატის სახით მიიღებენ 5 000 ლარს; მათ მომდევნო 2-წლიანი კონტრაქტისას - 3 000 ლარი, ხოლო მომდევნო 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი გადაეცემათ.

მებრძოლები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით.

სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტრო აქვეყნებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S