
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთს ეწვევა
16/04/2022 06:48:58 პოლიტიკა, რეგიონები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს, ხოლო 14:00 საათზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციას დაესწრება.