
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა
18/09/2019 08:56:12 სხვა, რეგიონები, საზოგადოება
ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა.
ფაქტს ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცს გული აწუხებდა და სტენტირება ახალი გაკეთებული ჰქონდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.