Accentnews.ge
კადიროვი კრემლს უკრაინაში ჩეჩნეთის პრაქტიკის გამოყენებისკენ მოუწოდებს

კადიროვი კრემლს უკრაინაში ჩეჩნეთის პრაქტიკის გამოყენებისკენ მოუწოდებს

18/04/2022 07:42:16 კავკასია, ევროპა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუს პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინასთან, „გაანადგურონ ყველა ბანდიტი“ და ჩაატარონ რეფერენდუმი „როგორც ჩვენს რესპუბლიკაში“.

„ჩვენო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო – ბატონებო, ნუ საუბრობთ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ვინმესთან უნდა აწარმოო, ხოლო იქ ამ დროისთვის ასეთები არ არიან. ჩვენ, მებრძოლები, მოლაპარაკებების წინააღმდეგები ვართ“,– განაცხადა კადიროვმა თავის ტელეგრამ–არზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

კადიროვი გამოვიდა მოწოდებით, "ძირფესვიანად გაანადგურონ ბანდიტები, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებენ", დანიშნონ „რეგიონის ხელმძღვანელის“ მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და ჯამში, კადიროვის ხედვით, რუსეთმა უკრაინაში უნდა ჩამოაყალიბოს „ძალაუფლების შტო, როგორ ჩეჩნეთში, რომელიც ხალხს ეკითხება, როგორ სურთ ცხოვრება“.

მანამდე კადიროვმა კრემლის პრეს–სპიკერი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ მოღალატებად არ თვლის მათ, რომელთაც ქვეყანა დატოვეს.

კადიროვი აუცილაბლად მიიჩნევს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S