Accentnews.ge
საკვები პროდუქტის მწარმოებლები სთხოვენ რუსეთის მთავრობას, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში ევროპული სატვირთოების შემოსვლა არ აკრძალოს

საკვები პროდუქტის მწარმოებლები სთხოვენ რუსეთის მთავრობას, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში ევროპული სატვირთოების შემოსვლა არ აკრძალოს

18/04/2022 15:52:14 ეკონომიკა

საკვები პროდუქტის მწარმოებლები სთხოვენ რუსეთის მთავრობას, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში ევროპული სატვირთოების შემოსვლა არ აკრძალოს, - იუწყება გამოცემა "Коммерсантъ"-ი რვა ასოციაციის მიერ მთავრობისადმი წერილობით მიმართვაზე დაყრდნობით.

ავტორების განმარტებით, ქვეყანაში ევროპული სატვირთო გადამზიდავების მანქანების არდაშვება "კვების დარგს საბოლოოდ დატოვებს იმპორტული ინგრედიენტების გარეშე და გამოიწვევს საწარმოო ჯაჭვების წყვეტას, რადგან ნედლეულის ალტერნატიული მომწოდებლების მოზიდვას და ახალი ლოჯისტიკური დერეფნების ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდება".

მათივე შეფასებით, დარგში ვითარება ისედაც რთულია, სანქციების გამო ევროპელი მიმწოდებლები ისედაც თავს იკავებენ რუსეთის ნედლეულით მომარაგებაზე.

მიმართვას საკვები ინგრედიენტების მწარმოებელთა კავშირი, ლუდის მწარმოებელთა ასოციაციის, "Союзмолока"-ს, Руспродсоюз-ის, "Союзнапитков"-ის და სხვა მსხვილი კავშირების ხელმძღვანელები აწერენ ხელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S