Accentnews.ge
ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინს ხვდება

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინს ხვდება

19/04/2022 15:04:35 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ხვდება.

რუსული სააგენტო "ტასი" შეხვედრისას ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, „სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, რაც მოიცავს ორი ქვეყნის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს“.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „ამ ვიზიტს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს“, რომელიც ემთხვევა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და „აჩვენებს, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა".

ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში, ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. გვაქვს სატელეფონო საუბრები, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურული, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტის პირად როლს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში დღეს, 19 აპრილს ჩავიდა. ხვალ ფაშინიანი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელებს შეხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S