
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს
19/04/2022 18:36:34 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკას აქვეყნებს.
პრესსამსახურის ცნობით, დე ფაქტო „კა-გე-ბე"-მ და რუსეთის „ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა გასულ თვეს 20 "სამართალდამრღვევი" დააკავეს.
„რვა პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ოთხი დამრღვევი გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან, კიდევ რვა მოქალაქეზე, გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითი განხილვის შედეგების საფუძველზე“, - განმარტეს „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურში.
ამ სტატისტიკაში „კა-გე-ბე" არ აზუსტებს, რამდენია საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა 4 მოქალაქე ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს, 8 დააკავენ ან დააჯარიმეს, კიდევ 8 პირის მიმართ გამოძიებაა დაწყებული.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება, ერთი მოქალაქე ვლადიმერ კანიაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 19 აპრილს გაათავისუფლეს. შვიდი მოქალაქიდან ორო - მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან.