Accentnews.ge
კადიროვი უკრაინაში მოხალისეების მიზიდვას ფულით ცდილობს

კადიროვი უკრაინაში მოხალისეების მიზიდვას ფულით ცდილობს

19/04/2022 20:30:18 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა ყველა მოხალისეს, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად წავა, -იუწყება გამოცემა "სააგენტო".

დაინტერესებული პირებისადმი მოთხოვნები მინიმალურია – ისინი უბრალოდ უნდა იყვნენ "ჯანმრთელი" მამაკაცები 50 წლამდე, რომლებსაც შეიძლება, არ ჰქონდეთ სამხედრო სამსახურის ან საბრძოლო გამოცდილება.

ისინი უკრაინაში გაიგზავნებიან გროზნოში არსებულ მოხალისეთა დასაქმების ცენტრის მეშვეობით. მათ ელით 10-დღიანი ინსტრუქტაჟი, შემდეგ კი ომი.

მათთან არ ფორმდება კონტრაქტი.

"სააგენტო" აღნიშნავს, რომ "ტელეგრამში" გამოქვეყნდა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია იმ პირთა ტრენინგი, ვინც გამოეხმაურა გროზნოში მოხალისეების დაქირავების შესახებ განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ტამბოვის 47 წლის მკვიდრი იური ტატარინცევი. სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზის თანახმად, იგი ადრე ნასამართლევი იყო მკვლელობის, გატაცებისა და იარაღის შენახვისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S