
ზაპოროჟიეში მოპარულ ტრაქტორს კადიროვის ფერმაში მიაკვლიეს
19/04/2022 21:27:43 კავკასია
ზაპოროჟიეში მოპარული John Deere–ს წარმოების ტრაქტორი კადიროვის ფერმაში აღმოაჩინეს - იუწყება უკრაინული მედია ჟურნალისტური გამოძიების ცენტრის რედაქტორზე დაყრდნობით.
ირკვევა, რომ "კადიროველებმა" სამი ახალი კომბაინი და ტრაქტორი საგამოფენო მოედნიდან გიტაცეს, რომელთა ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი ევროა. თან ზაიღეს 20 ტონა ბრენდირებული საპოხი ზეთი.
კომპანიამ აღჭურვილობაზე დამონტაჟებული სისტემების წყალობით მოახერხა, გაერკვია, სად წაიღეს რუსულმა ძალებმა მოპარული ტექნიკა და მათ ჩეჩნეთში, სოფელ ზაკან-იურტში, გროზნოდან არც თუ ისე შორს მიაკვლიეს – სახელმწიფო მეურნეობის ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალიზირებულია მარცვლეულის მოყვანაში.
"სხვისი ძარცვა - აი ეს არის კადიროვის ომში მონაწილეობის რეალური მიზანი. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ჯონ დირის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოიპარეს" - განაცხადეს თემის კომენტირებისას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.