Accentnews.ge
რუსეთი სამხრეთ კავკასიაში 10 000 სამხედროს მონაწილეობით საავიაციო წვრთნებს მართავს

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში 10 000 სამხედროს მონაწილეობით საავიაციო წვრთნებს მართავს

19/09/2019 06:14:11 კავკასია, სხვა, თავდაცვა

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში 10 000 სამხედროს მონაწილეობით საავიაციო წვრთნებს მართავს. სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაიწყო. 

რუსული მედიისც ინფორმაციით, სწავლების დროს მუშავდება ტაქტიკური ქმედებები, როგორც არმიის ავიაციის, ისე უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე სახმელეთო საჰაერო თავდაცვითი და რადიოლოკაციური დანაყოფების მონაწილეობით, რა დროსაც "გამოიყენებენ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს და გამოცდილებას, რომელიც სამხედროებმა მათ შორის სირიის რესპუბლიკაში მიიღეს". 

სწავლების დროს გამოყენებული იქნება 50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა, ასევე 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S