Accentnews.ge
ცხივნალმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

ცხივნალმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

21/04/2022 09:18:02 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დროებით გახსნის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს.

საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე: „რაზდახანი“ (ოძისი/მოსაბრუნი), „სინაგური“ (სინაგური) და „პერეუ“ (პერევი).

„ანატოლი ბიბილოვმა 20 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 2022 წლის წლის 21 აპრილის დილის 08:00 საათიდან 2022 წლის 25 აპრილის საღამოს 20:00 საათამდე ღია იქნება გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ „სინაგური“ და „პერეუ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიბილოვმა „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ამის შემდეგ გზა რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საგუშაგოს აღებამდე, ახალგორი ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს. დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S