Accentnews.ge
ჩეჩნეთში კვლავ აგრძელებენ მოსახლეობის შეკრებას „კადიროველებისთვის“ კოლექტიური ლოცვისთვის

ჩეჩნეთში კვლავ აგრძელებენ მოსახლეობის შეკრებას „კადიროველებისთვის“ კოლექტიური ლოცვისთვის

22/04/2022 07:58:52 კავკასია

ჩეჩნეთის მასშტაბით მეჩეთებში ათასობით ადგილობრივი მცხოვრები აგრძელებს შეკრებას ღამის ლოცვისთვის უკრაინაში მებრძოლი "კადიროვიელებისთვის".

რეგულარული შეხვედრები ტაჰაჯუდის ლოცვისთვის (სურვილისამებრ ღამის ლოცვა ისლამში) მარტში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მიერ გამოაცხადა.

მას შემდეგ, როგორც „კავკაზ, რეალი“ აღნიშნავს, ადგილობრივი მოსახლეობა, ყველაზე ხშირად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, სხვადასხვა სახის მუქარის ქვეშ აგრძელებენ მეჩეთებში შეკრებას ღამის პირველ საათზე.

მანამდე გამოცემა იტყობინებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლების პრეტენზიებზე ასეთი ლოცვების იძულებითი ხასიათის შესახებ. „მესინჯერებში“ ვრცელდებოდა შეტყობინებები სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის თაობაზე მათ მიმართ, ვინც უარს იტყოდა კოლექტიურ ლოცვაზე დასწრებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S