Accentnews.ge
ალიევი: "თუ სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის, მის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვაღიარებთ"

ალიევი: "თუ სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის, მის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვაღიარებთ"

22/04/2022 13:36:20 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ მასზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს.

ალიევის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს.

"წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო.სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი". – განაცხადა ალიევმა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, ქალაქ შუშაში გაიმართა და დასძინა, "რევანშიტულმა ძალებმა, რომლებიც სომხეთში თავს პერიოდულად წამოყოფენ ხოლმე, უნდა იცოდნენ, რომ ეს (სამშვიდობო შეთანხმება) მათი ერთადერთი გამოსავალი და ბოლო შანსიც კი არის. თუ მასზე უარს იტყვიან, მაშინ ჩვენც უარს ვიტყვით ვაღიაროთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და ამას ოფიციალურად განვაცხადებთ. ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე, სომხურ მხარეს კარგად უნდა ესმოდეს, რას გამოიწვევს ასეთი ნაბიჯი".

ხუთპუნქტიანი შეთანხმება აზერბაიჯანმა სომხეთს მარტის შუა რიცხვებში გადასცა. სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრიუსელში 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც მონაწილეობდა, შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე.

მანამდე, მარტში ყარაბაღში, რუსი სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანმა, როგორც სომხეთი აღნიშნავს, ერთი სოფელი დაიკავა. დაძაბულობას მოჰყვა ბაქოსა და მოსკოვის ოფიციალური უწყებების მწვავე განცხადებების გაცვლაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S