
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ "არჩევნების" მეორე ტურის თარიღი გააუქმა
23/04/2022 12:44:21 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმა. ე.წ. მეორე ტური 28 აპრილს იყო დანიშნული.
ირკვევა, რომ ე.წ. უზენაეს სასამართლოს სარჩელით სამმა მოქალაქემ მიმართა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დე ფაქტო ცესკოს გადაწყვეტილებას, მეორე ტური 28 აპრილს ჩანიშნულიყო. გადაწყვეტილების მიხედვით, დე ფაქტო ცესკო ვალდებული იქნება, არჩევნების თარიღი კვირა დღეს დაამთხვიოს.
ე.წ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დეფაქტო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი ბიბილოვი და პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა. ის დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, აშშ-მ, უკრაინამ, გერმანიამ, ლიეტუვამ და ლატვიამ. ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ე.წ არჩევნებს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.