Accentnews.ge
პროკურატურამ მარტვილის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მარტვილის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24/04/2022 17:31:39 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

"24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება"-ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S