Accentnews.ge
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა

25/04/2022 10:26:38 სამართალი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველთა თქმით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდა.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S