
ოკუპანტების მიერ გატაცებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია
25/04/2022 16:09:40 კონფლიქტები
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.
უწყების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
"ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს",– აღნიშნავენ სუს–ში.