Accentnews.ge
მარგველაშვილი: "ჩემი დამოკიდებულება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უცვლელია"

მარგველაშვილი: "ჩემი დამოკიდებულება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უცვლელია"

26/04/2022 10:26:24 პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე".

"100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია" - უთხრა გიორგი მარგველაშვილმა "რადიო თავისუფლებას".

კითხვაზე, შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, იგი არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი არ იქნებოდა.

ენმ-შიც უარყოფენ, რომ მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. ტელეკომპანიის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S