Accentnews.ge
წულუკიანი - ივანიშვილზე: "ყელზე გადგათ, მაგრამ არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი"

წულუკიანი - ივანიშვილზე: "ყელზე გადგათ, მაგრამ არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი"

26/04/2022 11:59:26 პოლიტიკა

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ არის "ჩრდილოვანი მმართველი".

"რასაკვირველია, იგი მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, არც ჩრდილოვანი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე. ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც არ უნდა ეს მოგწონდეთ/არ მოგწონდეთ - შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, მოქალაქეობაც წაართვით– იგი დღეს ქვეყნის მოქალაქეა, იგი აგრძელებს მოღვაწეობას და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია ეს არ არის უბრალო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ყველა მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი",– განაცხადა წულუკიანმა.

მან ბიზნესმენ დავით ხიდაშელს განცხადების გავრცელების გამო მადლობა გადაუხდა და თქვა, რომ ამან "სინათლე შეიტანა ფაქტებში":

"იგი ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შეხვედრაში ხდება ხოლმე".

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და სავარაუდოდ, რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ევტუშენკოვის წარმომადგენელი სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა "cyber kmara" – მ გამოააქვეყნა.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ეუბნება სავარაუდოდ, ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მისი მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

იხილეთ ასევე: ხიდაშელი: "ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ვამუშავებ, ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S