Accentnews.ge
"თუ ნამდვილია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ტყუილია"

"თუ ნამდვილია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ტყუილია"

26/04/2022 12:32:12 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილის განცხადებით, თუ 25 აპრილს გავრცელებული ჩანაწერების ნადვილობა დადასტურდა, მაშინ ტყუილია, რომ ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

"თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინც უმძიმეს რეალობასთან გვაქვს საქმე, საერთოდ შესაძლოა ბუნდოვანი გახდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ ეს ნამდვილია, ჩანაწერიდან ჩანს, რომ ტყუილია, თითქოს ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, პირიქით არა თუ წავიდა, მთლიანად მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ღარიბაშვილს შეხვედრებს უნიშნავს", – განაცხადა დაუშვილმა.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და სავარაუდოდ, რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ევტუშენკოვის წარმომადგენელი სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა "cyber kmara" – მ გამოააქვეყნა.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ეუბნება სავარაუდოდ, ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მისი მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

იხილეთ ასევე: ხიდაშელი: "ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ვამუშავებ, ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S