Accentnews.ge
ჰარცელი – ჩანაწერებზე: “მეტ სიცხადეს ველით”

ჰარცელი – ჩანაწერებზე: “მეტ სიცხადეს ველით”

26/04/2022 13:42:34 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, იგი თვალ-ყურს ადევნებს სავარაუდოდ, ივანიშვილი-ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებული ამბის განვითარებას და კონტექსტის და ავთენტურობის შესწავლამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ვადევნებთ თვალს ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს; მოვერიდები სპეკულაციებს ამ შედეგების შესახებ, რადგან ეს არის მიმდინარე ამბავი. ასე რომ, ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და სავარაუდოდ, რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ევტუშენკოვის წარმომადგენელი სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა "cyber kmara" – მ გამოააქვეყნა.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ეუბნება სავარაუდოდ, ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მისი მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

იხილეთ ასევე: ხიდაშელი: "ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ვამუშავებ, ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S