"ლელო" ინტერპელაციის წესით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს
27/04/2022 08:37:51 პოლიტიკა
"ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, -ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი


